პლატფორმის შესახებ

URFootball Academy წარმოადგენს ინოვაციურ ციფრულ საფეხბურთო პლატფორმას, რომელიც ეხმარება ფეხბურთელებს – ნებისმიერი ასაკისა და სქესის – სრულფასოვან ინდივიდუალურ განვითარებაში. პროექტი აერთიანებს საფეხბურთო განათლებას, პრაქტიკულ ვარჯიშებს და თანამედროვე სპორტულ მეცნიერებებს, რათა ფეხბურთელებმა მიიღონ სრულყოფილი მხარდაჭერა კარიერულ გზაზე.

ACADEMY FOR YOU

A_Alternate1

ჩემს შესახებ

გიორგი დავითაშვილი 28 წლის, პროფესიით საფეხბურთო მწვრთნელი. ჩემი მიზანია შევქმნა URFOOTBALL როგორც უნიკალური პლატფორმა,ნებისმიერი ასაკის და სქესის ფეხბურთელისთვის. სპეციალიზაციას ვაწარმოებ ფეხბურთელების ფიზიკურ, მენტალურ, ტექნიკურ, ტაქტიკურ და კვებით განვითარებაზე, რისთვისაც ვქმნი სრულყოფილ გარემოს როგორც სავარჯიშო მოედანზე, ისე ონლაინ სივრცეში. საერთაშორისო სერტიფიკატები მიღებული მაქვს სპორტული კვების,სპორტის ფსიქოლოგიის და ფიზიკური განვითარების მიმართულებით და აქტიურად ვაგრძელებ პროფესიულ განვითარებას. ჩემი მიზანია — ხელი შევუწყო ფეხბურთელების პროგრესს და შევქმნა სისტემა, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში.

URFA Vision

5 მიმართულება

🎨 ფერი📌 მიმართულება🧠 მოკლე აღწერა
🟣 იასამნისფერიმენტალური მომზადებაფსიქოლოგიური მდგრადობა, გადაწყვეტილების მიღება თამაშში, ფოკუსი და თამაშის კოგნიტიური მართვა
🔵 ლურჯიტაქტიკური განათლებამოედანზე გადაადგილების სტრატეგია, პოზიციური თამაში, გუნდური დისციპლინა და აზროვნების განვითარება მოედანზე
🟢 მწვანეფიზიკური მომზადებასისწრაფე, გამძლეობა, ძალა, თამაშის დროს ენერგიის მართვა
🟡 ყვითელიტექნიკური მომზადებაპასინგი, დრიბლინგი, კარში დარტყმა, კრეატიულობა და ბურთის კონტროლი
🔴 წითელინუტრიცია და აღდგენასპორტული კვება,დიეტა, ვარჯიშის და თამაშის შემდგომი აღდგენა

აკადემიის გეგმები

პროექტები და განრიგი

ur.football

საინფორმაციო ჰაბი და აკადემიის მთავარი ვებსაიტი

ჩაეშვება

02.2026

წაიკითხე მეტი

URFootball Academy - Youtube

▶აკადემიის იუთუბ არხი 

03.2026

წაიკითხე მეტი

🎙️ URFootball Talks

საინფორმაციო ვებინარები და პრეზენტაციები

 

წაიკითხე მეტი

⚽ URFootball Academy Player

გახდი აკადემიის ნაწილი და ივარჯიშე როგორც პროფესიონალი

04.2026

წაიკითხე მეტი